იპოვე ზედმეტი – ლოგიკური აზროვნების განვითარება, ბავშვებისთვის 4-5 წლის ასაკიდან
6.00 ₾
მიზანი: ლოგიკური აზროვნების განვითარება, ყურადღების განვითარება, ვიზუალური მეხსიერების განვითარება.
თამაში შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად ერთ ბავშვთან, ასევე ჯგუფურად.
თამაშის წესები. ეს არის სავარჯიშო ლოგიკური აზროვნების განვითარებისთვის. ოთხი ნახატიდან ერთი არის ზედმეტი, რომელიც ბავშვმა უნდა გამოიცნოს და ახსნას რატომ არის ზედმეტი. თუ დახმარება დასჭირდება, მიეცით მინიშნება.
თამაშის დამატებითი ვარიანტები:
1. დადეთ ერთი ბარათი მაგიდაზე და სთხოვეთ ბავშვს ყურადღებით დაათვალიეროს და დაიმახსოვროს გამოსახული ნივთები. შემდეგ რამოდენიმე წამით შეტრიალდეს რა დროსაც ერთი ნახატი უნდა დამალოთ ზედ პატარა ფურცლის ან თითის დადებით. ბავშვი რომ შემოტირალდება, სთხოვეთ დაასახელოს დამალული ნივთი.
2. ეს თამაში რამოდენიმე ბავშვისთვისაა. პირველმა მოთამაშემ აიღოს ბარათი ისე, რომ დანარჩენებმა არ დაინახონ მასზე გამოსახული ნივთები. შემდეგ აირჩიოს ერთი ნივთი და აუხსნას დანარჩენებს ჟესტებით და მიმიკებით (სიტყვების გარეშე). ვინც გამოიცნობს, ის იღებს ახალ ბარათს და იწყებს ახალი სიტყვის ახსნას.
ბარათების რაოდენობა ნაკრებში – 20 ცალი
ზომა – 10×7 სმ (სიგრძე, სიგანე)
მარაგშია