ამ კონფიდენციალურობის პოლიტიკით განისაზღვრება თუ როგორ აგროვებს და ამუშავებს HappyStore.ge თქვენს პერსონალურ ინფორმაციას, რომლის მოპოვება ხდება ჩვენ საიტზე სტუმრობის დროს. აღნიშნული პოლიტიკა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ.

რა ინფორმაციას ვაგროვებთ თქვენს შესახებ

ჩვენ შეგვიძლია მოვაგროვოთ ისეთი ინფორმაცია, როგორიცაა თქვენი სახელი, გვარი, ტელეფონი, E-mail, სოციალური ქსელების პროფილები, IP მისამართი, ბრაუზერების და თქვენი მოწყობილობების მეტა მონაცემები.

როგორ ვიყენებთ ან ინფორმაციას

ეს ინფორმაცია შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი მიზნებისთვის:

  • თქვენთან დასაკავშირებლად და ჩვენი მომსახურების და გასაყიდი პროდუქციის შესათავაზებელად;
  • პერიოდულად გამოგიგზავნოთ შეტყობინებები ელექტრონული ფოსტით, სოციალური ქსელებით, მესენჯერებით ან შეგატყობინოთ ტელეფონით;
  • ჩვენი ვებ გვერდის და სერვისის გასაუმჯობესებლად.

ინფორმაციის შენახვა, უსაფრთხოება და გადაცემა მესამე პირებისთვის

შეგროვებული ინფორმაციის შენახვა ხდება მონაცემთა ბაზაში, რომელიც შეიძლება იყოს განთავსებული მესამე მხარის სერვერებზე. ჩვენ ვიღებთ ჩვენზე დამოკიდებულ ყველა ზომას მონაცემების უსაფრთხოების დასაცავად, თუმცა საბოლოო ჯამში მონაცემების უსაფრთხოების დაცვა დამოკიდებულია იმ პირებზე, ვის საკუთრებაშიც არის აღნიშნული სერვერები.

ჩვენ არ ვყიდით თქვენს პერსონალურ ინფორმაციას და არ გადავცემთ მას მესამე პირებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამას მოითხოვს კანონი.

ქუქი-ფაილების (cookies) გამოყენება

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ქუქი-ფაილები თქვენს მოწყობილობაში (მაგალითად კომპიუტერში, პლანშეტში ან მობილურ ტელეფონში) მონაცემების შესანახად და შემდგომ ამ მონაცემების გადმოსაცემად ჩვენი ვებ გვერდის განმეორებითი სტუმრობისას. ჩვენ ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ მესამე მხარის სერვისები, რომლებიც თავის მხრივ იყენებენ ქუქი-ფაილებს. ჩვენი და მესამე მხარის სერვისების ქუქი-ფაილები შეიძლება იყოს გამოყენებული ვიზიტების სტატისტიკის წარმოებისთვის, მისი შემდგომი ანალიზისთვის, მარკეტინგული კვლევებისთვის. მესამე მხარის სერვისების ქუქი-ფაილები ასევე შეიძლება იყოს გამოყენებული თქვენზე პირადად მორგებული რეკლამის ჩვენებისთვის სხვა ონლაინ პლატფორმებზე ან ვებ გვერდებზე. მესამე მხარის სერვისების მიერ მოგროვებული ინფორმაციის გამოყენება რეგულირდება მათი შესაბამისი პოლიტიკების თანახმად.

პერსონალური მონაცემების გამოყენების შეწყვეტა

თუ გსურთ მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების გამოყენების შეწყვეტა, გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: info@happystore.ge და მიუთითოთ წერილის სათაურში: “პერსონალური მონაცემების გამოყენების შეწყვეტა”.

ცვლილებების შეტანა კონფიდენციალობის პოლიტიკაში

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას შევიტანოთ ცვლილებები ამ კონფიდენციალობის პოლიტიკაში ნებისმიერ დროს. ყველა ცვლილება გამოქვეყნდება ამ ვებ გვერდზე.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ამ კონფიდენციალობის პოლიტიკასთან დაკავშირებით გთხოვთ მოგვწეროთ ელექტრონულო ფოსტაზე: info@happystore.ge