საახალწლო დეტექტივი – ქვესტი 7-13 წლის ბავშვებისთვის – საჩუქრების ძებნა
30.00 ₾ 25.00 ₾
ქვესტი “საახალწლო დეტექტივი” არის უჩვეულო საახალწლო თავგადასავალი, რომელსაც პირდაპირ სახლში მოაწყობთ. თამაშის პროცესში ბავშვებს მოუწევთ შეისწავლონ დანაშაულის ადგილი, საიდანაც საჩუქრები დაიკარგა, გამოკითხონ ეჭვმიტანილები და თავსატეხების ამოხსნის გზით ჩაატარონ ნამდვილი გამოძიება და დაემარნონ თოვლის ბაბუას.
აჩუქეთ ბავშვებს ნამდვილი საახალწლო თავგადასავალი!
რითია ჩვენი ქვესტი საინტერესო?
- ქვესტი “საახალწლო დეტექტივი” ეს არ არის უბრალოდ თავსატეხების ნაკრები, ეს არის კარგად გათვლილი სცენარი, სადაც ყველა დავალება ერთმანეთთან არის დაკავშირებული დეტექტიური სიუჟეტით.
- მოთამაშეები იღებენ წერილს, სადაც თოვლის ბაბუა ატყობინებს, რომ საახალწლო საჩუქრები გაურკვევლად გაქრა. ახალგაზრდა დეტექტივებმა უნდა გამოიძიონ ეს საქმე, ლოგიკური აზროვნებით, დაკვირვებით და თავსატეხების ამოხსნით, უნდა იპოვონ დამნაშავე და დაკარგული საჩუქრები. გამოძიებაში კი დაეხმარებიან მხიარული ცხოველები – აღმოსავლური ჰოროსკოპის სიმბოლოები.
- ქვესტის მოწყობა ხდება სახლში.
- ქვესტის სცენარი არის მაქსიმალურად დინამიური და სახალისო, მოთამაშეები პირველივე წუთებიდან თავით გადაეშვებიან იდუმალებით სავსე თავგადასავალში.
- ქვესტი “საახალწლო დეტექტივი” პირველ რიგში გათვლილია 7-13 წლის ბავშვებისთვის, თუმცა მას მთელი ოჯახის გახალისება შეუძლია. ქვესტი შეიძლება ოჯახის მთავარ გართობად იქცეს საახალწლოდ.
მარაგში
4
People watching this product now!
არტიკული:
5823
კატეგორია: თამაშები და ქვესტები