ჰეფი სთორი ჰეფი სთორი
  • მთავარი
  • მიწოდება
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
ჰეფი სთორი - საჩუქრების ონლაინ მაღაზია
ჩვენი პროდუქცია
  • ყველა პროდუქტი
  • ჭიქები
  • ბლოკნოტები
  • თემატური საჩუქრები
    • ჰარი პოტერი
      • აქსესუარები
      • სამკაულები
      • სასაჩუქრე ნაკრებები
      • ჭიქები
      • ჯადოსნური ნივთები
      • ჯადოსნური ჯოხები
    • ბეჭდების მბრძანებელი
    • სამეფო კარის თამაშები
    • BTS
    • ნარუტო
    • Friends
  • დღესასწაულები
    • 8 მარტი
    • 3 მარტი / დედის დღე
    • საახალწლო საჩუქრები
      • საახალწლო ბოქსები პატარებისთვის
      • წერილი თოვლის ბაბუასგან
    • ნათლისღება
    • სიყვარულის დღე
  • სხვადასხვა
შესვლა
0 სურვილების სია
0 items / 0.00 ₾
მენიუ
ჰეფი სთორი ჰეფი სთორი
0 items / 0.00 ₾
Sold out
წერილი და სიგელი თოვლის ბაბუასგან - დიზაინი 5 1
წერილი და სიგელი თოვლის ბაბუასგან - დიზაინი 5 2
წერილი და სიგელი თოვლის ბაბუასგან - დიზაინი 5 3
წერილი და სიგელი თოვლის ბაბუასგან - დიზაინი 5 4
წერილი და სიგელი თოვლის ბაბუასგან - დიზაინი 5 5
წერილი და სიგელი თოვლის ბაბუასგან - დიზაინი 5 6
წერილი და სიგელი თოვლის ბაბუასგან - დიზაინი 5 7
წერილი და სიგელი თოვლის ბაბუასგან - დიზაინი 5 8
წერილი და სიგელი თოვლის ბაბუასგან - დიზაინი 5 9
მთავარი დღესასწაულები საახალწლო საჩუქრები წერილი თოვლის ბაბუასგან წერილი და სიგელი თოვლის ბაბუასგან – დიზაინი 5
ჰელოუინის სასაჩუქრე ნაკრები 4 46.00 ₾ 30.00 ₾
Back to products
წერილი და სიგელი თოვლის ბაბუასგან - დიზაინი 4 12.00 ₾

წერილი და სიგელი თოვლის ბაბუასგან – დიზაინი 5

12.00 ₾

წერილში თოვლის ბაბუა მიმართავს ბავშვს სახელით და ულოცავს ახალ წელს. შეგიძლიათ აირჩიოთ გამზადებული ტექსტი ან შეადგიონოთ საკუთარი. ტექსტები შეგიძლიათ იხილოთ ქვევით.

წერილის კომპლექტში შედის:

  • კონვერტი – A5 ზომის
  • წერილის ბლანკი – A4 ზომის
  • სიგელი – A5 ზომის

არ არის მარაგში

სურვილების სიაში დამატება
პროდუქტის კოდი: 2286 კატეგორია: წერილი თოვლის ბაბუასგან
  • აღწერა
აღწერა

წერილის ტექსტები:

ტექსტი 1

გამარჯობა ჩემო ძვირფასო «ბავშვის სახელი» ! ვწუხვარ, რომ დიდხანს მოგიწია
ჩემთან შესახვედრად ლოდინი და ამასობაში ტკბილად ჩაგძინებია. იმედი მაქვს, რომ გაიღვიძებ და ჩემს წერილს ნახავ, მაპატიებ და არ გამინაწყენდები. როგორ გულიანად მომზადებულხარ ახალი წლისთვის, შენი მორთული ნაძვის ხე და სათამაშოები ულამაზესია! მინდა გითხრა ეს შენი სათამაშო თოვლის ბაბუც ძალიან მგავს, უბრალოდ წელს სულ ცოტათი უფრო დიდი ღიპი მაქვს, რის გამოც ფიფქიამ ტკბილეულის ჭამა ამიკრძალა. საიდუმლოს გაგანდობ, თავი ვერ შევიკავე, როდესაც სუფრაზე ნაირნაირი ტკბილეული დავინახე და ცოტა დავაგემოვნე, უჰ, როგორ გემრიელად ჩავიტკბარუნე პირი! ძალიან გემრიელი შოკოლადები აურჩევია დედიკოს.

ჩემო «ბავშვის სახელი», გიყურებ ახლა და ვამაყობ, რომ ასეთი კარგი,  კეთილი და ბეჯითი ხარ. შენი კუთვნილი საჩუქარი ნაძვის ხესთან დაგიტოვე, იმედი მაქვს სწორად შევარჩიე. ჩემო პატარა მეგობარო, გილოცავ დამდეგ 2022 წელს!
გისურვებ მრავალ ბედნიერ, მხიარულ და სიყვარულით სავსე დღეს!
მომავალ შეხვედრამდე!

სიყვარულით, შენი თოვლის ბაბუა.

 

ტექსტი 2

ჩემო საყვარელო «ბავშვის სახელი»! დიახ, თოვლის ბაბუა გწერ! არ მელოდი? ჩრდილოეთის მთებიდან გესტუმრე, რომ მოგილოცო ახალი 2022 წელი! გისურვებ ულევ სიხარულს, სიკეთესა და ბედნიერებას!  ვიცი შენც ჩემსავით გიყვარს ახალი წლის  დღესასწაული, ნაირნაირი ტკბილეულით პირის ჩატკბარუნება და ნაირფერი ფეიერვერკები!

იცი? ჩემმა ელფებმა მომახსენეს რაღაცეები შენი პატარა ცელქობების შესახებ და მინდოდა მეგობრულად გაგსაუბრებოდი. მითხრეს, რომ გასულ წელს ცოტაარიყოს ბევრს ცელქობდი, ზარმაცობდი და ოჯახის წევრებს არ უჯერებდი. ჩემო «ბავშვის სახელი», შენ ხომ ასეთი ჭკვიანი ხარ, დარწმუნებული ვარ იცი, როგორ უყვარხარ ყველას, ვინც შენს გარშემოა და ისიც იცი, რომ შენთვის მხოლოდ კარგი უნდათ. ზოგჯერ ცელქობა სახალისოა, (მეც ვცელქობ ხანდახან) მაგრამ არა მაშინ, როდესაც შენი საყვარელი ადამიანები ნერვიულობენ, ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება მეტად გაითვალისწინო მათი რჩევები და შენიშვნები. ეჭვი არ მეპარება, რომ ახალ წელს ახალი შემართებით დაიწყებ და მომავალი წლისთვის ყველა შენს წარმატებებზე და კარგ ქცევებზე ისაუბრებს.

მინდა იცოდე, რომ ყველას ძალიან გვიყვარხარ, და შენი იმედი გვაქვს 🙂

სიყვარულით, შენი თოვლის ბაბუა.

 

ტექსტი 3

მოგესალმები ჩემო «ბავშვის სახელი»! ჩემო თბილო და ერთგულო მეგობარო! ვიცი, რომ მოუთმენლად მელოდი. გაკვირდებოდი მთელი წელი და გული უსაზღვრო სიხარულით მევსებოდა! ხან ჩემი ღუნღულა ჩიტუნიები, ხან ციყვები და ხანაც ჩემი უჩინარი გნომები მატყობინებდნენ შენს შესახებ ყველა სიახლეს და მინდა გითხრა, რომ წელს შენ ყველა მოლოდინს გადააჭარბე! უკვე იმხელა (გოგო/ბიჭი) ხარ! ისეთი მონდომებული და მიზანდასახული, რომ ჩემი დამხმარე ელფებისა და ფიფქიებისთვისაც კი ნამდვილად სამაგალითო და მისაბაძი ხარ! რა თქმა უნდა ხანდახან სირთულეებსაც შეხვდები ცხოვრებაში, მაგრამ არასდროს დაგავიწყდეს, რომ შენი შესაძლებლობები უსაზღვროა! მთავარია მონდომება და ყველაფერი გამოგივა! წარუმატებლობები კი მხოლოდ ტკბილ მოგონებებად გაგახსენდება მომავალში.

მიხარია, რომ ასეთი მონდომებით ემზადებოდი ახალი წლისთვის, შენი მშობლებიც ყოჩაღები არიან, კარგად მოგხმარებიან, მათ ხომ ასე ძალიან უყვარხარ! თქვენი მორთული სახლი და ნაძვის ხე ულამაზესია და სწორედ მის ქვეშ გიტოვებ შენს დამსახურებულ საჩუქარს!

ჩემო «ბავშვის სახელი», გილოცავ ახალ 2022 წელს!  გისურვებ წარმატებებს, ბედნიერ და მხიარულ თავგადასავლებს და რაც მთავარია არ დაგავიწყდეს იყო მუდამ ბეჯითი, კეთილი და მეგობრული.  მომავალ შეხვედრამდე.

უდიდესი სიყვარულით – შენი თოვლის ბაბუა.

 

ტექსტი 4

მოგესალმები ჩემო ძვირფასო მეგობარო! ჩემო «ბავშვის სახელი»! დიახ, დიახ! თოვლის ბაბუა გწერს! ვწუხვარ, რომ შენთან პირისპირ შეხვედრა ვერ  მოვახერხე. ვიცი, რომ  მოუთმენლად მელოდი, მაგრამ იმედი მაქვს გამიგებ! უთვალავი  საჩუქარი მაქვს დასარიგებელი შენნაირი კარგი ბავშვებისთვის, ამიტომ გადავწყვიტე წერილი დამეტოვებინა. ვიცი რომ, შენც ჩემსავით გიყვარს ახალი წელი, ნაძვის ხის მორთვა და პირის ჩატკბარუნება ნაირნაირი ტკბილეულით. მე ყველაზე ძალიან გოზინაყი და ჩურჩხელები მიყვარს და ხანდახან ძალიან ბევრი რომ არ მომივიდეს, ფიფქია მიმალავს კიდეც. შესაძლოა შენც გყავს ასეთი ფიფქია სახლში, სახელად დედიკო.

ჩემო «ბავშვის სახელი» !მთელი წლის მანძილზე ყურადღებით გაკვირდებოდი და მინდა გითხრა, რომ ნამდვილად ძალიან ყოჩაღი და საამაყო ხარ! ალბათ გსმენია,
რომ ახალი წელი ჯადოსნური დღესასწაულია! ახალი წლიდან შეგვიძლია გავაკეთოთ უამრავი ახალი რამ და  ჩვენი სურვილები რეალობად ვაქციოთ! ერთ საიდუმლოს გაგანდობ, იცი? ყველა ადამიანს აქვს ჯადოსნობის ძალა! ყველაზე დიდი ჯადოქრობა კი იცი რა არის? სიკეთე! ამიტომ იყავი ყოველთვის კეთილი და ეცადე გააბედნიერო  გარშემომყოფთა გულები!

«ბავშვის სახელი» გილოცავ დამდეგ 2022 წელს, გისურვებ წარმატებებს და ულევ სიხარულს! მუდამ გახსოვდეს რომ შენ უსაზღვრო შესაძლებლობები გაქვს!

დიდი სიყვარულით, შენი თოვლის ბაბუა!

 

ტექსტი 5 (1 წლამდე პატარებისთვის)

ჩემო პაწაწინა «ბავშვის სახელი»! ჩემმა ულამაზესმა ფიფქიებმა მამცნეს, რომ წლევანდელი ახალი წელი  კიდევ უფრო სასიხარულო და ბედნიერებით აღსავსეა, რადგან კიდევ ერთი თვალებციმციმა პატარა ანგელოზი შეემატა სამყაროს შენი სახით! შენ ჯერ ჩემი არსებობის შესახებ არაფერი იცი, მაგრამ არ შემეძლო, რომ არ მომეწერა და არ მომელოცა ეს უმნიშვნელოვანესი დღესასწაული, შენი პირველი ახალი წელი! მე თოვლის ბაბუა ვარ, ყველა კარგი და დამჯერი ბავშვის მეგობარი, მესაიდუმლე და ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს, მათი სანუკვარი სურვილების ამსრულებელი!

«ბავშვის სახელი» მინდა მოგილოცო დამდეგი 2022 წელი და გითხრა, რომ შენმა დაბადებამ უდიდესი სიხარულით და სიყვარულით აავსო თითოეული შენი ოჯახის წევრის და მათ შორის ჩემი გულიც! შენი არსებობა ათბობს და ალამაზებს მათ ცხოვრებას! გისურვებ ბედნიერ და ლაღ ბავშვობას! მომავალში ჩვენი კარგი მეგობრობის იმედი მაქვს. ცოტა რომ წამოიზრდები, შენც მომწერ წერილებს და გამანდობ შენს სურვილებს, მანამდე კი შენი ულამაზესი დედიკო იქნება ჩვენი შუამავალი.

უდიდესი სიყვარულით, შენი თოვლის ბაბუა!

მსგავსი პროდუქტები

Sold out
სწრაფი ნახვა
სურვილების სიაში დამატება

წერილი და სიგელი თოვლის ბაბუასგან – დიზაინი 2

12.00 ₾
ვრცლად
-19%Sold out
სწრაფი ნახვა
სურვილების სიაში დამატება

წერილი, სიგელი და ჭიქა თოვლის ბაბუასგან – დიზაინი 3

27.00 ₾ 22.00 ₾
ვრცლად
Sold out
სწრაფი ნახვა
სურვილების სიაში დამატება

წერილი და სიგელი თოვლის ბაბუასგან – დიზაინი 3

12.00 ₾
ვრცლად
Sold out
სწრაფი ნახვა
სურვილების სიაში დამატება

წერილი და სიგელი თოვლის ბაბუასგან – დიზაინი 1

12.00 ₾
ვრცლად
Sold out
სწრაფი ნახვა
სურვილების სიაში დამატება

წერილი და სიგელი თოვლის ბაბუასგან – დიზაინი 4

12.00 ₾
ვრცლად
-19%Sold out
სწრაფი ნახვა
სურვილების სიაში დამატება

წერილი, სიგელი და ჭიქა თოვლის ბაბუასგან – დიზაინი 4

27.00 ₾ 22.00 ₾
ვრცლად
-19%Sold out
სწრაფი ნახვა
სურვილების სიაში დამატება

წერილი, სიგელი და ჭიქა თოვლის ბაბუასგან – დიზაინი 1

27.00 ₾ 22.00 ₾
ვრცლად
-19%Sold out
სწრაფი ნახვა
სურვილების სიაში დამატება

წერილი, სიგელი და ჭიქა თოვლის ბაბუასგან – დიზაინი 2

27.00 ₾ 22.00 ₾
ვრცლად
-19%Sold out
სწრაფი ნახვა
სურვილების სიაში დამატება

წერილი, სიგელი და ჭიქა თოვლის ბაბუასგან – დიზაინი 5

27.00 ₾ 22.00 ₾
ვრცლად

Happy Store – საჩუქრების ონლაინ მაღაზია. განსხვავებული და ორიგინალური საჩუქრების დიდი არჩევანი.

კომპანიის შესახებ
  • ჩვენ შესახებ
  • დაბრუნების/შეცვლის პოლიტიკა
  • წესები და პირობები
  • მიწოდება
  • კონფიდენციალურობის პილიტიკა
  • კონტაქტი
პროდუქცია
  • თემატური საჩუქრები
  • ჰარი პოტერი
  • ბეჭდების მბრძანებელი
  • სამეფო კარის თამაშები
კონტაქტი
თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 2 კვარტალი, კორპუსი 11ბ
ტელ: 551 105 200
E-mail: info@happystore.ge
HappyStore 2020-2021
payments
  • ყველა პროდუქტი
  • ჭიქები
  • ბლოკნოტები
  • თემატური საჩუქრები
    • ჰარი პოტერი
      • აქსესუარები
      • სამკაულები
      • სასაჩუქრე ნაკრებები
      • ჭიქები
      • ჯადოსნური ნივთები
      • ჯადოსნური ჯოხები
    • ბეჭდების მბრძანებელი
    • სამეფო კარის თამაშები
    • BTS
    • ნარუტო
    • Friends
  • დღესასწაულები
    • 8 მარტი
    • 3 მარტი / დედის დღე
    • საახალწლო საჩუქრები
      • საახალწლო ბოქსები პატარებისთვის
      • წერილი თოვლის ბაბუასგან
    • ნათლისღება
    • სიყვარულის დღე
  • სხვადასხვა
  • სურვილების სია
  • შესვლა
კალათა
დახურვა

შესვლა

დახურვა

დაგავიწყდა პაროლი?
ავტორიზაცია
Facebook
Google

ჯერ არ ხარ დარეგისტრირებული?

დარეგისტრირდი
Facebook Instagram
საჩუქრები
0 სურვილების სია
0 items კალათა
პროფილი
აქცია