ვინ ვარ – კომუნიკაბელური სამაგიდო თამაში, ბავშვებისთვის 5-6 წლის ასაკიდან
6.00 ₾
თამაში არის სიტყვების ახსნაზე და გამოცნობაზე.
მიზანი: გადმოცემის უნარის განვითარება, აზროვნების განვითარება, მიღებული ინფორმაციის დამუშავება.
თამაში შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად ერთ ბავშვთან, ასევე ჯგუფურად.
თამაშის წესები. თამაშის მონაწილეებმა თანაბრად გაინაწილეთ ბარათები, მოთამაშეებს ეკრძალებათ საკუთარ ბარათებზე გამოსახული სურათის და ტექსტის ნახვა. თამაშს იწყებს უმცროსი მონაწილე. თავისი ბარათებიდან, ერთი ცალი უნდა მიიდოს შუბლზე ისე, რომ მის გარდა ყველამ დაინახოს. მან უნდა გამოიცნოს რა არის გამოსახული ბარათზე, ამისთვის მან უნდა დასვას სამი შეკითხვა, რომელზეც დანარჩენებმა უნდა უპასუხონ მხოლოდ “კი” ან “არა”. თუ სამი შეკითხვის შემდეგ მოთამაშე გამოიცნობს სიტყვას, მან უნდა გადადოს გამოცნობილი ბარათი და გააგრძელოს თამაში შემდეგი ბარათით. თუ სიტყვას ვერ გამოიცნობს, სვლა გადადის შემდეგ მოთამაშეზე. გაიმარჯვებს ის, ვინც პირველი მოიშორებს ყველა ბარათს.
ბარათების რაოდენობა ნაკრებში – 20 ცალი
ზომა – 10×7 სმ (სიგრძე, სიგანე)
მარაგშია