happystore.ge-ს გამოყენების წესებსა და პირობებზე თანხმობით, თქვენ ასევე ეთანხმებით ჩვენი საიტის კონფიდენციალურობის პოლიტიკას.

პროდუქტის შეძენა
პროდუქტის შეძენა ჩვენი საიტიდან შეგიძლიათ როგორც რეგისტრაციის გავლის შემდეგ ასევე რეგისტრაციის გარეშე. შეკვეთის განხორცელებეის შემდეგ თქვენ მიიღებთ შეტყობინებას და ინფორმაციას თქვენი შეკვეთის შესახებ ელექტრონული ფოსტის საშუალებით. ასევე დაგიკავშირდებათ ჩვენი ოპერატორი შეკვეთის გადასამოწმებლად და შემდეგ მოხდება თქვენი შეკვეთის მომზადება გასაგზავნად ან ოფისიდან გასატანად თუ შეკვეთის დროს მიუთითებთ, რომ გსურთ შეკვეთის გატანა ჩვენი ოფისიდან.

შეკვეთის გაუქმება
(შეკვეთის გაუქმებაში იგულისხმება, რომ თქვენ გააკეთეთ შეკვეთა და ჯერ არ მიგიღიათ პროდუქტი, მაგრამ რაღაც მიზეზის გამო გსურთ მისი გაუქმება. რაც შეეხება მიღებული პროდუქტის დაბრუნებას, იხილეთ გვერდი – დაბრუნების პოლიტიკა)

შეკვეთის გაუქმება და თანხის მთლიანი დაბრუნება შეგიძლიათ:
– თუ შეკვეთას გააუქმებთ დროულად, მანამდე სანამ თქვენი შეკვეთა დამზადდება ან გამოიგზავნება ჩასაბარებლად.
– თუ შეკვეთის გაუქმების მიზეზი წარმოიქმნა ჩვენი მხრიდან (მაგალითად შეკვეთის მიწოდება არ მოხდა შეთანხმებულ ვადებში)

შეკვეთას ვეღარ გავაუქმებთ და თანხას ვეღად დაგიბრუნებთ იმ შემთხვევაში თუ შეკვეთილი გაქვთ პერსონალიზირებული პროდუქტი და თუ ის უკვე დამზადებულია.
მოგახსენებთ რომ ჩვენ საიტზე განთავსებული პროდუქციის დიდი ნაწილი მზადდება შეკვეთის შემდეგ ინდივიდუალური მონაცემების გათვალისწინებით, რაც ნიშნავს იმას რომ კონკრეტული პროდუქტი შეიძლება დამზადდეს პერსონალურად თქვენთვის (თქვენი ტექსტით, სურათით, ინდივიდუალური დიზაინით ან სხვა ინფორმაციით) და ასეთი პროდუქტის დამზადების შემდეგ თუ მას გააუქმებთ ჩვენ მის გაყიდვას ვეღარ შევძლებთ. ასეთ შემთხვევაში შეკვეთის გაუქმება და თანხის დაბრუნება ვერ მოხერხდება.